Signal-ი მიმოწერის აპია, სადაც კონფიდენციალურობა უმთავრესია. ის უფასო და მარტივად გამოსაყენებელია, მძლავრი დაშიფვრის ფუნქციით, რომელიც შენი მიმოწერისა და ზარების სრულ კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს. Signal-ს არ შეიძლია შენი მესიჯების წაკითხვა ან ზარების მოსმენა, და არც სხვას შეუძლია. 

• MacOS-ზე Signal-ი შენი მობილურის Signal-ს უკავშირდება. 

• გააგზავნე ბოლომდე დაშიფრული წერილები, ხმოვანი შეტყობინებები, ფოტოები, ვიდეოები, GIF-ები და ფაილები უფასოდ. 

• შეინარჩუნე კავშირი ჯგუფური ჩატებით, რომლებიც 1000 ადამიანს იტევს. აკონტროლე, ვის შეუძლია დაპოსტვა და ჯგუფის წევრების მართვა ადმინისტრატორის ნებართვის პარამეტრებიდან.

• განახორციელე მაღალი ხარისხის და სრულად დაშიფრული ხმოვანი და ვიდეო ზარები მეგობრებთან. ჯგუფურ ზარებს 75-მდე ადამიანის მხარდაჭერა აქვს.

• Signal-ი შენი კონფიდენციალურობისთვისაა შექმნილი. ჩვენ არაფერი ვიცით შენ შესახებ და არც იმის შესახებ, თუ ვის ესაუბრები. ჩვენი ღია კოდის Signal-ის პროტოკოლი ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია შენი წერილების წაკითხვა ან ზარების მოსმენა. და არც არავის შეუძლია. არც ფარული მოსმენა, არც მონაცემთა შეგროვება, არც კომპრომისი. 

• გააზიარე ფოტო, ტექსტური და ვიდეო სთორები, რომლებიც 24 საათის შემდეგ ქრება. კონფიდენციალურობის პარამეტრები გეხმარება აკონტროლო, ზუსტად ვის შეუძლია თითოეული სთორის ნახვა.

• Signal-ი დამოუკიდებელი და არაკომერციულია; განსხვავებული ტექნოლოგია განსხვავებული ორგანიზაციისგან. როგორც 501c3 არაკომერციული ორგანიზაცია, ჩვენ შენს დონაციებზე ვართ დამოკიდებული, და არა რეკლამის განმთავსებლებსა თუ ინვესტორებზე. 

• მხარდაჭერისთვის, მეტი ინფორმაციისთვის ან კითხვების შემთხვევაში ეწვიე ვებგვერდს https://support.signal.org/

ჩვენი ღია კოდის შესამოწმებლად, ეწვიე ვებგვერდს https://github.com/signalapp 

გამოგვყევი X-ზე @signalapp და Instagram-ზე @signal_app
